ე.წ. ციანიდს საქმეზე ადვოკატებს უზენაესი სასამართლოს განჩინება გადაეცათ. მათი თქმით, 30 გვერდიანი დოკუმენტის უმეტესი ნაწილი საქალო სასამართლოს განაჩენის იდენტურია.
დაცვის მხარის შეფასებით საქმის განხილვაზე უარის თქმა ადასტურებს, რომ უზენაესმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. ამას უკავშირებენ ნინო გვენეტაძის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებასაც.
მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატები უკვე სტრასბურგში აპირებენ იბრძოლონ მამა გიორგი მამალაძის უდანაშაულობის დასამტკიცებლად და დარწმუნებული არიან, რომ ევროსასამართლო განსხვავებულ განაჩენს გამოიტანს.