10 წელი 2008 წელი აგვისტოს ომიდან - ფოთში დღეს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს. საკათედრო ტაძარში კი აგვისტოს ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდი გადაიხადეს.
რუსეთ-საქართველოს ომს ფოთში 12 ადამიანი ემსხვერპლა. 80-ზე მეტი კი დაიჭრა. რუსულმა ბომბდამშენებმა 8 აგვისტოს, ღამით ფოთის პორტი დაბომბეს.
ამის შემდეგ კი ქალაქში რუსული ჯავშანტექნიკა შევიდა.