17 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
თხილის საშრობი ქარხანა კორცხელში - საწარმოში 500 ტონა თხილის შენახვაა შესაძლებელი

თხილის საშრობი ქარხანა კორცხელში - საწარმო USID-ის და აშშ-ს მხარდაჭერით აშენდა. საწარმოში შესაძლებელია 500 ტონა თხილის შენახვა. გარდა ამისა ადგილზე შესაძლებელია ერთდროულად ერთი ტონა თხილის გამოშრობა. საწარმოს გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა მიიღო.

„შეერთებული შტატების მთავრობა USID-ის მეშვეობით 2010 წლიდან ახორციელებს ინვესტირებას საქართველოში, თხილის სექტორში. და ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პარტნიორობა საქართველოს მთავრობასთან და კერძო სექტორთან. ეს ახალი საწარმო ძალიან მნიშვნელოვანი სერვისებით უზრუნველყოფს სამეგრელოში მცხოვრებ 600 მეტ ფერმერს,“-განაცხადა ელიზაბეთ რუდმა

დღის ამბები