17 ნოემბერი 2024,   15:02
ვრცლად
„ჰიბრიდული ომი“ - თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტურ ფილმს მაყურებელი დღეს "რუსთავი 2"-ზე იხილავს

„ჰიბრიდული ომი“ - თომა ჩაგელიშვილმა ბოლო 25 წლის განმავლობაში რუსეთ -საქართველოს ურთიერთობებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო. დოკუმენტალისტი ამბობს, რომ ფილმზე 8 თვე მუშაობდა და მისი გმირები ის პრეზიდენტები არიან, რომლებიც ორი ქვეყნის ურთიერთობაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდნენ.

„ჩვენი ამოცანა იყო, რომ მაყურებლისთვის გვეჩვენებინა საქართველოს ამბავი, საქართველოს თავგადასავალი. მაგრამ ამავე დროს გაგვეხედა მსოფლიოშიც. ჩვენს დოკუმენტურ ფილმში გვინდოდა ისეთი ადამიანები ყოფილიყვნენ ვინც მსოფლიოში რაღაც ეტაპზე იღებდა გადაწყვეტილებებს ან ამ გადაწყვეტილებების შემსწრეები იყვნენ. ანუ მესამე პირებს არ ვაყოლებთ ჩვენ ამ ამბავს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ძალიან ფასეული დოკუმენტური ფილმი არის სწორედ იმიტომ, რომ ინფორმაციები, რაც ჩვენ ამ დოკუმენტურ ფილმში გვაქვს არის ყველაფერი პირველწყაროდან,“-განაცხადა თომა ჩაგელიშვილმა.

ფილმი „რუსთავი 2“-ის ეთერში დღეს 23:30 საათზე გავა. 

დღის ამბები