17 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
დაპირისპირება რესტორან "მაჭახელაში"- ადმინისტრაციამ ქართველ აქტივისტებს ქვეყნის მთავარი მტრის პოსტერის მაგიდიდან აღება მოსთხოვა

ოკუპანტის და მტრის საპროტესტო სტიკერების გამო, რესტორანი „მაჭახელა“ გუშინ დაპირისპირების ადგილი იყო. რუსეთის ინტერესების სექციასთან გუშინ გამართული აქციის შემდეგ, მონაწილეები რესტორანს სტუმრობდნენ და თან ჰქონდათ საპროტესტო სტიკერები. ვითარება „მაჭახელაში“ მას შემდეგ დაიძაბა, რაც რესტორნის პერსონალმა აქციის მონაწილეებს მაგიდიდან ვლადიმერ პუტინის გამოსახულებიანი სტიკერების აღება მოსთხოვა. 

რესტორნის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ შესაძლოა აქციის მონაწილეთა პლაკატებს ტურისტები გაეღიზიანებინა და კონფლიქტი გამოეწვია.

”ფსევდო პატრიოტები”- ასე მოიხსენიებდნენ ინციდენტში მონაწილე პირებს შემთხვევიდან რამდენიმე საათში მაჭახელას facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. რესტორნის ადმინისტრაცია წერდა, რომ მათ ბრალს დებდნენ ქვეყნის ოკუპაციის საწინააღმდეგო პოსტერის დემონსტრირების ხელის შეშლაში. მას შემდეგ, რაც მოქალაქეების მხრიდან განცხადებას დიდი აგრესია მოყვა, ადმინისტრაციამ ის წაშალა. მოგვიანებით, კი ბოდიში მოიხადა, რესტორნის მენეჯერი და პოსტის ავტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ოკუპანტი ქვეყნის მიმართ პროტესტის გამოხატვის შეზღუდვის ფაქტი შემაშფოთებელი იყო სამოქალაქო საზოგადოებისთვის.

მომხდარი ფაქტის შემდეგ, საზოგადოება საუბრობს, იმაზე რამდენად მნიშვნელოვანია პრინციპული პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირება რომ რუსეთი ოკუპანტია.

ავტორი: თაკო სურგულაძე 

დღის ამბები