საქართველოში დღეს აგვისტოს ომის გმირებს იხსენებდნენ. მუხათგვერდში და ყველგან, სადაც ქართველი ჯარისკაცები არიან დაკრძალული შავებით მოსილი დედები, მეუღლეები და ოჯახის წევრები იკრიბებოდნენ.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 10 წლის წინ რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულები ასვენია.
აგვიტოს ომიდან 10 წლის თავზე მოკლული არჩილ ტატუნაშვილს ახლობლებმა, ყვავილი და სანთელი ყველას საფლავზე დადეს. მუხათგვერდზე დაღუპულების ხსოვნას დილის 10 საათზე პატივი საქართველოს პრეზიდენტმა მიაგო.
იქ ყველას თავისი გმირობის ისტორია აქვს. ყველა საფლავთან ყვებოდნენ ტრაგიკულ და თანაც გმირულ ისტორიებს, მაგრამ ეს ისტორიები დღეს არ მოუსმენიათ ხელისუფლების წარმომადგენლებს.
საქართველოსთვის თავგანწირული ჯარისკაცების დედები ჩიოდნენ, რომ ქვეყნის უმაღლესი პირები მათთან შესახვედრად არ მივიდნენ.
ჭირისუფლებს მიაჩნიათ, რომ მთავრობა არა ცივ ქვებთან, არამედ მათთან უნდა მიდიოდეს.
ომიდან 10 წლის თავზე, მუხათგვერდის სასაფლაოზე დღეს პატივის მისაგებად მოქალაქეებიც მიდიოდნენ.