17 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
ხმაური ლონდონში, საქართველოს საელჩოში - რუსული სააგენტოს ჟურნალისტმა აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩაშლა სცადა

კრემლის პროპაგანდისტების საპროტესტო გამოსვლა საქათველოს წინააღმდეგ - გრემ ფილიფსი, რომელიც რუსეთის თავდაცვის უწყების ყოფილი რეპორტიორია ლონდონში, საქართველოს დიპლომატიურ მისიაში შეიჭრა და აგვისტოს ომის ათი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩაშლა სცადა. ის სტუმრების წინ სკანდირებდა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ფილიპსი განსაკუთრებული აგრესიულობით ქართველი დიპლომატების მიმართ გამოირჩეოდა და მათ შეურაცხყოფას აყენებდა.

გრემ ფილიპსის შეჩერება საელჩოს თანამშრომლებმა საკუთარი ძალებით ვერ შეძლეს. პოლიცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მომხდარიდან 6 წუთში მივიდა. ბლოგერმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა, თუმცა ის დარბაზშივე დააკავეს.

საელჩოს შენობაში დაწყებული ჩხუბი ქუჩაში გაგრძელდა. გაირკვა, რომ პრორუსი ბლოგერი აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიების ჩასაშლელად მარტო არ მივიდა, მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი მოქალაქე გია ბუღაძის გამოფენაზე მისულ სტუმრებს დაუპირისპირდა.

ბრიტანელმა ჟურნალისტმა სახელი მოსკოვის გავლენის პროპაგანდითა და პრორუსული რეპორტაჟებით გაითქვა. ფილიფსი კრემლის მიერ დაფინანსებული მედია საშუალების "Russia Today​"-სთვის და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხ "ზვეზდასთვის" მუშაობდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ის 2014 წელს, სეპარატისტების სასარგებლოდ ჯაშუშობისა და იარაღის ფლობის ბრალდებით დააკავა და ქვეყნიდან სამი წლის ვადით გააძევა. ის შავ სიაში ჰყავს შეყვანილი ლატვიის საგარეო უწყებასაც. 39 წლის გრემ ფილიპსი საკუთარი ქვეყნის პარლამენტიდანაც ჰყავთ გაძევებული.

 

 

ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები