17 ნოემბერი 2024,   14:54
ვრცლად
ევაკუაციის საჭიროება მლეთაში მოხსნილია - არაგვის ხეობაში წყლის დონემ იკლო

დატბორვის საფრთხე მლეთაში აღარ არსებობს. არაგვის ხეობაში გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა.

ადგილზე კვლავ მძიმე ტექნიკა მუშაობს. ტერიტორიაზე სამუშაოები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შედეგადაც მდინარე არაგვს კალაპოტი შეცვლილი აქვს. დღის ბოლოს კი არაგვის ხეობაში წყლის დონემ იკლო.

მლეთაში ევაკუაციის გამოცხადების მიუხედავად, მოსახლეობამ საცხოვრებელი სახლების დატოვებაზე უარი განაცხადა. ისინი მათთვის საცხოვრებლად გამოყოფილი ტერიტორიების, დროულად დამტკიცებას ითხოვენ.

დატბორვის საფრთხე სულ 8 ოჯახს შეექმნა, თუმცა სტიქიის შედეგად მათი სახლები არ დაზიანებულა. მდინარე არაგვის ადიდების გამო ხეობაში შეფერხებული იყო საგზაო მოძრაობაც. 

დღის ამბები