17 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობა - პრეზიდენტის მრჩევლები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსულტაციები გრძელდება. მარგველაშვილის მრჩევლები დღეს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ამ პოზიციაზე წარდგენილი ადამიანი - ეს იქნება დღესაც განხილვის თემა. ჯერჯერობით კონკრეტული კანდიდატი გამოკვეთილი არ არის. პრეზიდენტი მას კონსულტაციების დასრულების შედეგად სავარაუდოდ სექტემბერში დაასახელებს.

„ჩვენ მივიღებთ მათ ხედვას არსებულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით და იმ ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით რა პროცესშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. ჩვენი საუბარი ეხება პროცესს და კრიტერიუმებს. ცხადია ჩვენ იმ საკანონმდებლო ჩარჩოს გათვალისწინებით რა მოთხოვნებიც არსებობს კონსტიტუციით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატთან და ჩვენ ასევე ვფიქრობთ იმ გამოწვევების გათვალისწინებით რაშიც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა იმყოფება,“- განაცხადაპრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძემ.

დღის ამბები