02 მაისი 2024,   12:59
ვრცლად
სტიქია აჭარაში - გადაუღებელმა წვიმამ ბათუმსა და ქობულეთში პრობლემები შექმნა

სტიქია აჭარაში - გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა ბათუმში. დატბორილია ქალაქის ქუჩები, შეფერხებულია ავტომანქანების მოძრაობა.

ძლიერი ნალექების შედეგად საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები დაიტბორა ქობულეთშიც.

მოსახლეობა უყურადღებობაზე საუბრობს. მათი ინფორმაციით, სამაშველო ბრიგადები გამოძახების შემდეგ მივიდნენ ადგილზე, თუმცა, წყლის ამოტუმბვით სამუშაოებზე უარი თქვეს იმ მიზეზით, რომ საკმარისი საწვავი არ ჰქონდათ.

დღის ამბები