ჩრდილოეთ კორეა შეერთებულ შტატებს აფრთხილებს. ოფიციალური ფხენიანი იმუქრება, რომ ბირთვულ განიარაღებაზე უარს იტყვის, თუკი ვაშინგტონი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკას გააგრძელებს.
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფხენიანის მიზანი დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის სინგაპურის სამიტზე მიღწეული შეთანხმების შესრულებაა. თუმცა სანამ ვაშინგტონი წინა ადმინისტრაციების მოძველებული სცენარით იმოქმედებს, კორეის ნახევრკუნძულის ბირთვული განიარაღების მოლოდინი არ უნდა არსებობდეს.