17 ნოემბერი 2024,   14:52
ვრცლად
ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება -სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ღირებულებამ 2.56 ლარს მიაღწია 

ეროვნული ვალუტა ერთ დღეში მნიშვნელოვნად გაუფასურდა. ლარის კურსმა ვარდნა დილიდან დაიწყო. ლარის ღირებულება ორ დღეში თითქმის 10 პუნქტით დაეცა. სავალუტო ჯიხურებში ამ დროისთვის ერთი დოლარი 2.56 ლარი ღირს. 

სავალუტო ჯიხურებში ვერ ხსნიან, რამ გამოიწვია ლარის ასეთის სწრაფი გაუფასურება. სავალუტო ჯიხურებში ამბობენ იმას, რომ მას შემდეგ რაც ლარის კურსი მკვეთრად დავარდა მოქალაქეები ფულის კონვერტაციას ერიდებიან.  

გაცილებით მაღალია დოლარის კურსი ლართან მიმართებაში, კომერციულ ბანკებში. ერთი დოლარის ღირებულება კომერციულ ბანკებში 2.62 ლარს აღწევს. 

ლარი უფასურდება საერთაშორისო ბირჟებზეც. დღეს დილით ეროვნული ვალტის კურსი დოლართან მიმართებაში ბლუმბერგის მონაცემებით 2.48 ლარი იყო, ამ დროის მონაცემებით კი 2.54-ა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები