17 ნოემბერი 2024,   14:54
ვრცლად
სტიქია სენაკში - მოსახლეობა ზარალს ითვლის

ძლიერი წვიმის გამო მოსახლეობა სტიქიას ებრძვის სენაკში. წვიმამ პრობლემები შექმნა სენაკსა და მარტვილში, ადგილობრივები სტიქიას საკუთარი ძალებით უმკლავდებიან. დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები, საკარმიდამო ნაკვეთები, განადგურებულია მოსავალი, დაზიანდა წლის მილები, რის გამოც მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდებათ.

ადგილობრივები გაუმართავ სანიაღვრე არხების პრობლემაზე საუბრობენ და გამგეობიდან დახმარება ჯერჯერობით არ მიუღიათ.

„112 დან რომ მოსულიყო და სამაშველო, რამე წყლით მაინც გადაერეცხათ ან ამოეტუმბათ ან რაღაცა შეიძლებოდა, მაგრამ ვინ არის პატრონი, არავინ არ არის პატრონი და რამეს რომ იტყვი ჩამშვები ხარ, ცუდი ხარ, ნაციონალი ხარ, ის ხარ ეს ხარ, რავიცი ესეთი იარლიყები მზად არის,“- აცხადებს ადგილობრივი.

დღის ამბები