17 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
შვილმოკლული მშობლების ჩაშლილი ვიზიტი სტრასბურგში - სარალიძემ და კილაძემ ინფორმაცია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას მიაწოდეს

თბილისში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ და გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორმა, ელისო კილაძემ ევროკავშირის ოფისის წარმომადგენლობას სტრასბურგში ჩაშლილი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ელისო კილაძე იმედოვნებს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა ამ ინფორმაციის გავრცელებაში დაეხმარებათ და ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეიტყობენ, რომ სიცრუე იყო, თითქოს, ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირთან ერთად მიდიოდნენ.

„დღეს მოვედით იმისთვის, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია იმ დოკუმენტების ასლებთან ერთად, რომელიც ასევე მივაწოდეთ გერმანიის საელჩოს და ვთხოვეთ დახმარება იმისთვის, რომ ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეცსამსახურებს, რომ ჩვენ არ მივაცილებდით ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირს, ჩვენ მივდიოდით სრულიად სამშვიდობო მისიით, უფლებადამცველ ორგანიზაციებთან შესახვედრად,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

სტრასბურგში გამგზავრებას ელისო კილაძე შვილმოკლულ მშობლებთან, ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად 5 აგვისტოს გეგმავდა, თუმცა მათი თქმით, თბილისიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაიგზავნა წერილები, სადაც წერია, რომ ამ ჯგუფში ტერორისტულ საქმიანობაში ბრალდებულებიც არიან.

დღის ამბები