დილიდან ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს ოზურგეთში. ადიდებულმა მდინარემ "ბაზრის წყალმა", აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ათამდე საცხოვრებელი სახლი დატბორა. დატბორილია ეზოები და საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები.
მძიმე ვითარებაა ასევე წულუკიძის ქუჩაზეც, სადაც ერთი ავარიული სახლი დაიტბორა. ადიდებულმა მდინარემ პრობლემები აგრარულ ბაზარშიც შექმნა.
ადგილობრივების თქმით, ხალხის დასახმარებლად ჯერ არავინ მისულა.