ძლიერი სეტყვა და თოვლი გუდაურში - უამინდობა 40 წუთი გაგრძელდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჯერ ძლიერი ქარი ამოვარდა რასაც სეტყვა მოჰყვა. მოგვიანებით გაწვიმდა, შემდეგ კი თოვა დაიწყო.
სეტყვამ კავშირგაბმულობის ხაზები დააზიანა.
„დილიდან ქარი ამოვარდა და მერე წამოვიდა სეტყვა იყო თუ თოვლი ვერ გავიგეთ მაგრამ უამრავი ნალექი. აქედან წყალი, თოვლი, ეს ყველაფერი გაგრძელდა 40 წუთი დაახლოებით. ორი საათის მერე რომ დამთავრდა კიდევ იდო საღამომდე თოვლი. 10 სანტიმეტრამდე იყო თოვლი,“-აცხადებენ დამსვენებლები.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სტიქიას დიდი ზარალი არ მოყოლია.
„წვიმა დაიწყო და მერე თოვლში გადაიზარდა,“-ამბობენ ადგილობრივები.