პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის ასარჩევად კიდევ ერთი კონსულტაცია გაიმართა.
გიორგი მარგველაშვილის მრჩევლები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე იმ კრიტერიუმებზე მსჯელობდნენ, რომელსაც მომავალი თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს.
დღეს გამართულ შეხვედრას, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანი უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძე აფასებს. კოჟორიძე ამბობს, რომ კონკრეტული სახელები და გვარები შეხვედრაზე არ გაჟღერებულა.
„შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, მათ არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი დიდი ინტერესით აკვირდებიან პროცესს, გაიჟღერა იმანაც, რომ ვაშინგტონი დიდი ინტერესით აკვირდება ამ პროცესს და მნიშვნელოვანად მიიჩნევს, ცხადია კონკრეტულ კანდიდატებზე დღევანდელ შეხვედრაზე ამ ფორმატიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხვდებოდით საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კონკრეტულ კანდიდატებმა და სახელებმა არ გაიჟღერა, თუმცა გაჟღერდა ის რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს ჰქონდა ნდობა, ჩართულობა, გამჭირვალობა,“- აცხადებს კახა კოჟორიძე