ძლიერმა წვიმამ მახინჯაური დატბორა. აღმაშენებლის ქუჩაზე წყლის გადინება ვერ მოხერხდა, რის გამოც საფრთხე შეექმნა საცხოვრებელ სახლებს.
ადგილობრივები მომხდარს ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანის პროცესს უკავშირებენ, მათი თქმით, შეგუბება სწორედ იმ ადგილას მოხდა, სადაც ხეებია გადატანილი. მოსახლეობა აღნიშნავს, რომ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, არაერთხელ მიმართეს ხეების გადამზიდავ კომპანიას.
ადგილზე იმყოფებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ გადატანილმა ხეებმა სერიოზული ზიანი მიაყენა მახინჯაურში მცხოვრებ მოსახლეობას.
„დღეს ტურისტები გარბიან ამ ადგილიდან, ტურისტები კი არ გარბიან მხოლოდ ადგილობრივებს უჭირთ საერთოდ აქ გაჩერება და ყველაფერი დაეტბორათ რაც აქვთ, დაეტბორათ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი ხუშტურის შესასრულებლად,“- აცხადებს გიორგი კირთაძე.