სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომისიური დასკვნა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის შინაარსი მკაცრად არის გასაიდუმლოებული, თუმცა "კურიერმა" კვლევის მნიშვნელოვანი დეტალები მოიპოვა, დასკვნაში წერია:
”ჩვენს ხელთ არსებული, საქმეზე წარმოდგენილი მასალების მონაცემებით, სიკვდილთან მიზნობრივი კავშირის არსებობის გამო, არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები ერთობლიობაში უნდა შეფასდეს როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი.”
კომისიური დასკვნა არაპირდაპირ მიანიშნებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება წამების შემდეგ დადგა და გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა, სწორედ მის მიმართ განხორციელებულმა წამების ფაქტმა გამოიწვია.
"დასკვნის მიხედვით საუბარი გახლავთ იმაზე, რომ მიზეზი გარდაცვალების არის გულის მწვავე უკმარისობა, რაც გამოწვეული არის იმ ვითარებით, რა ვითარებაშიც მან მიიღო სხეულის დაზიანებები და ასე ვთქვათ, ფიზიკური და ფსიქოლოგიური სტრესით, ემოციური სტრესით, ასე წერია დასკვნაში," - განაცხადა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიას” დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა.