"აგვისტოს კედელი"-სტენსილი, რომელიც ომს და მის მძიმე შედეგებს აღწერს. ახალგაზრდა ქართველმა მხატვარებმა გიორგი გაგოშიძემ და გიორგი კეკელიძემ დაღუპული მეომრების შვილებთან ერთად, ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი კედელი მოხატეს. თემა რუსეთ-საქართველოს ომია. კედლის შავ-თეთრი სტენსილი კი მიზნად ისახავს საზოგადოებას შეახსენოს, თუ რას ნიშნავს ოკუპაცია და როგორია ომის შედეგები.
თავად პროექტის იდეის ავტორმა და ხელოვანმა კედელზე მთავარ ფიგურად ქართულ ხალიჩაზე დადგმული რუსული ჩექმა დახატა. 2008 წლის ომის ერთ-ერთი ცნობილი ფოტო, საკუთარი ინტერპრეტაციით გადმოსცა. აგვისტოს კედელზე თითოეულ დეტალს სიმბოლური დატვირთვა აქვს.