თბილისის პროკურატურაში ელისო კილაძეს ელოდებიან. „ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორის უწყებაში დაბარება სტრასბურგში ჩაშლილ შეხვედრებს უკავშირდება.
ელისო კილაძე ევროპაში გამგზავრებას შვილმოკლულ მშობლებთან, ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად 5 აგვისტოს გეგმავდა, თუმცა მათი თქმით, თბილისიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაიგზავნა წერილები, სადაც წერია, რომ ამ ჯგუფში ტერორისტულ საქმიანობაში ბრალდებულებიც არიან. მომხდარში კილაძე სუს-ს ადანაშაულებს.
„უნდა მივიტანო ის მასალები, რომელიც გაგზავნილი მაქვს როგორც გერმანიაში, ასევე ამერიკაში. გამოძიება თუ დაიწყება ად ის ობიექტურად ჩატარდება, უნდა გასცეს მთავარ კითხვაზე პასუხი- რატომ გადაწყვიტა სუს-მა საკუთარი მოქალაქეების ტერორიზმით ბრალდებით უცხო ქვეყანაში დაკავება?- განაცხადა კილაძემ.