უბედური შემთხვევა სამეგრელოში - წალენჯიხაში 60 წლამდე მამაკაცი კარიერზე მუშაობისას გარდაიცვალა.
ის ტრაქტორის ქვეშ მოჰყვა და ადგილზე დაიღუპა. საქმეზე გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.
გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.