17 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
სასმელი წყლისა და საპირფარეშოების პრობლემა - ომბუდსმენი ქვემო ქართლის სკოლებში არსებულ საგანგაშო ვითარებაზე საუბრობს

სახალხო დამცველი ქვემო ქართლის საჯარო სკოლებში არსებულ საგანგაშო ვითარებაზე საუბრობს. ნინო ლომჯარიას თქმით, სასწავლო დაწესებულებებში არსებული მძიმე სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესახებ და მისი დაუყოვნებლივ შეცვლის რეკომენდაციით შესაბამის მუნიციპალიტეტებს მან უკვე მიმართა.

ლომჯარია მთავარ პრობლემად სუფთა წყლის ხელმისაწვდომობას ასახელებს.

„სკოლის მოსწავლეებს სასმელი წყალი არ მიეწოდება, ასევე საპირფარეშოები ან საერთოდ არ არსებობს ან იმდენად არაკეთილმოწყობილია, რომ სკოლის მოსწავლეების განცხადებით, საერთოდ ვერ სარგებლობენ,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მონიტორინგი ივნისში სახალხო დამცველის აპარატის მიერ მარნეულის, წალკის, გარდაბნისა და დმანისის მუნიციპალიტეტების სკოლებში ჩატარდა.

 

დღის ამბები