17 ნოემბერი 2024,   15:03
ვრცლად
არასამთავრობოები მერიას მოუწოდებენ, დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა არ გასცეს

არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის მთავრობას მოუწოდებენ, დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მორიგი მშენებლობის ნებართვა არ გასცენ. ანალოგიური მოთხოვნით მოსახლეობამ ხელმოწერები უკვე შეაგროვა.

ისინი თბილისის მერიასა და საკრებულოს დიღმის ტყე-პარკის ლანდშაფტურ-რეკრეაციულ ზონად გამოცხადებას ითხოვენ.

ივნისში ქალაქის არქიტექტურის სამსახურმა კომპანია „ანაგს“ ის სამშენებლო პირობები განუსაზღვრა, რომლის თანახმადაც ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა აშენდეს.

 

 

დღის ამბები