ორბელიანის მოედანზე დაწყებული სამუშაოებიდან ოთხ თვეში ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა 11 მილიონი ლარით იზრდება.
პროექტი, რომლისთვისაც დედაქალაქის მთავრობამ პირდაპირი შესყიდვის წესით 52 მილიონი ლარი გამოყო, ახლა უკვე 63 მილიონს შეადგენს. მოედნის რეაბილიტაციას თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამტკიცებენ, რომ დამატებით თანხები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის გამოიყო, რომლებსაც უკვე მრავალი წელია, ივანიშვილის პარკში ხეები გადააქვთ.
„გვაქვს სერიოზული ეჭვი და კითხვები, რომ ათობით მილიონ ლარს ჩვენ რეაბილიტაციისთვის კი არ ვიხდით, ვიხდით იმისთვის, რომ ივანიშვილის ხეები გადავიტანოთ. ჩვენ ამ საკითხს სარევიზიო კომისიისა და საკრებულოს სხდომებზე ამ საკითხს დავსვამთ,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.