საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას დილიდან პატივს მიაგებენ. გმირთა მოედანზე უკვე მივიდნენ გმირების ოჯახის წევრები და ახლობლები. 26 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს ვეტერანებმა.
„ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა აფხაზეთში, გადავიდა შეიარაღებულ კონფლიქტში, რამაც ამდენი უსამართლობა, მსხვერპლი და ტერიტორიების დაკარგვა გამოიწვია,“- აცხადებენ ვეტერანები.
აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან 26 წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად შევიდა, ე.წ.-მა „აფხაზურმა გვარდიამ" პირველად 14 აგვისტოს გაუხსნა ცეცხლი ოჩამჩირის რაიონში.
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა, 300 ათასი კი დევნილად იქცა.