ტრაპზონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქე დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავ ავტომანქანას საქართველოს 21 მოქალაქე - სეზონურად მომუშავე მუშები გადაჰყავდა.
დაშავებულები ტრაპზონის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გენერალური კონსულის, ავთანდილ მიქაცაძის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ავარიის მიზეზად ორი ვერსია სახელდება. ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლი მობილურზე საუბრობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომანქანა გადაბრუნდა, ხოლო მეორე ვერსიით - მას ჩაეძინა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. დაკავებულია მიკროავტობუსის მძღოლი.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.