„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე საგარეჯოს რაიონის, სოფელ გიორგიწმინდაში მოსახლეობას შეხვდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება. ისინი უწყლობას, უგზოობას და მძიმე სოციალური ფონს უჩივიან.
დავით ბაქრაძე ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს. მოსახლეობის განცხადებით, ყველაზე მეტად წყლის პრობლემა აწუხებთ და ამ რთულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა პასუხიც არ მიუღიათ.
„ეს ხდება იმ დროს, როდესაც ყოველი წლის ბოლოს რაიონები უკან აბრუნებენ დაუხარჯავ და ათვისებულ თანხას ბიუჯეტში. ეს ხდება იმ დროს, როდესაც უზარმაზარი რესურსი იხარჯება ბიუროკრატიის და ჩინოვნიკების შენახვაზე, მაგრამ არავის აწუხებს ის, რაც აწუხებს ხალხს,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.