გრიგოლ რობაქიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოების დაწყების პროცესს დედაქალაქის მერი, კახი კალაძე ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში გზის 1,2კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, რაც ახალი ბორდიურების და საავტომობილო ნაწილის მოწყობას გულისხმობს.
„ჩვენ დავაანონსეთ ქალაქში მასშტაბური პროექტების განხორციელება. გვინდა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ზაფხულის პერიოდი. მოსახლეობის დიდი ნაწილი გადის ხოლმე ქალაქიდან და უფრო მარტივია და შესაძლებელია ასეთი პროექტების განხორციელება. გარკვეული შეზღუდვები ახლაც არის, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, ბოდიში მოვუხადო მძღოლებს, მოსახლეობას, მაგრამ ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი ქალაქისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
რეაბილიტაციის დროს ასევე წყლის დაზიანებული სისტემა მთლიანად აღდგება. ჯამში დედაქალაქის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 1,7 მილიონი ლარია გამოყოფილი და ის ამ წლის სექტემბერში დასრულდება.