17 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
კონგოში გაუჩინარებული ქართველი მფრინავი - ოჯახი ხელისუფლებას სოსო ოსორაულის ძებნის ოპერაციის განახლებას სთხოვს

კონგოში გაუჩინარებული მფრინავის ოჯახი ხელისუფლებას მიმართავს და სოსო ოსორაულის ძებნის ოპერაციის განახლებას მოითხოვს.

მფრინავის ძმა აცხადებს, რომ სოსო ოსორაული ცოცხალია და დამატებით ინფორმაციას, სპეციალურ ჯგუფს მიაწვდის, რომელიც მისივე განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა შექმნას და ძალოვანი უწყების წარმომადგენლებისგან უნდა დაკომპლექტდეს.

სპეციალური ჯგუფის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი. მისი თქმით, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებთან ერთად ამ ჯგუფში უნდა იყოს გია ოსორაული, რომელიც ასევე ფლობს სოსო ოსორაულის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას.

„ადამიანის უფლებათა ცენტიც" მზად არის, რომ ჩაერთოს ამ ჯგუფის მუშაობაში და ასე ერთობლივი ძალებით დაიგეგმოს მოქალაქის მოძიების, ტყვეობიდან გამოხსნის და ოჯახში დაბრუნების გეგმა,“ - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

სოსო ოსორაულის მეუღლე, ნინო ოსორაული აცხადებს, რომ კონგოში მისი მეუღლის არც გარდაცვალებას ადასტურებენ და არც იმას, რომ ის ცოცხალია.

„ფაქტია ის, რომ მე ხელფასს მიხდიან და ის ხალხი არავის გადაუხდის ისე ხელფასს, რომ კაცი დაღუპული იყოს,“ - განაცხადა ნინო ოსორაულმა.

ქართველი სამხედრო მფრინავი ერთ-ერთმა დაჯგუფებამ კონგოში დაახლოებით 2 წლის წინ დაატყვევეს.

დღის ამბები