17 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
ახმეტის რაიონის ბაღებში არსებულ მდგომარეობა - სახალხო დამცველის რეკომენდაციას ახმეტის მერი და ბაღების ცენტრის დირექტორი პასუხობენ

სახალხო დამცველის რეკომენდაციას ახმეტის მერი და ბაღების ცენტრის დირექტორი პასუხობენ. იოსებ ქარუმაშვილის განცხადებით, რაიონის ბაღებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მერია აქტიურად მუშაობს და ეს პროცესი ომბუდსმენის აპარატის მიერ საკითხის შესწავლამდე დაიწყო.

ბაღების ცენტრის დირექტორი სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილი ფაქტების ნაწილს არ იზიარებს და განმარტავს, რომ ომბუდსმენის წარმომადგენელმა შენობების ის ნაწილი გაავრცელა, რომელსაც სააღმზრდელო დაწესებულებები სათავსოდ იყენებენ და აღნიშნულ გარემოსთან ბავშვებს შეხება არ აქვს.

„ის, რაც ამ ანგარიშშია დაფიქსირებული და განსაკუთრებით ფოტო მასალა, იწვევს, რბილად რომ ვთქვათ, ჩვენს აღშფოთებას.  იმიტომ რომ ის კადრები, რომელიც გადაღებული და დაფიქსირებულია, არ არის შენობების იმ ნაწილში გადაღებული, რომელშიც არიან ბავშვები განთავსებული,“ - განაცხადა ახმეტის ბაგა ბაღების გაერთიანების დირექტორმა, ქეთევან მარჩილაშვილმა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საბავშვო ბაღში შექმნილი მძიმე ვითარების გამო, სახალხო დამცველი ადგილობრივ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდებს.

 

დღის ამბები