მცირეწლოვანზე ძალადობის კადრები, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ახალი გამოძიების დაწყების საფუძველი ხდება. უკვე სამი საათია, რაც ძალადობაში ბრალდებულ ძიძას კითხავენ. ის ჯერ კიდევ პოლიციის შენობაში იმყოფება.
ადგილზე, დაახლოებით 2 საათის წინ ბავშვის მშობლები, მცირეწლოვანთან ერთად მივიდნენ. რამდენიმე წუთის წინ კი ტერიტორია ბავშვთან ერთად დედამ დატოვა. მცირეწლოვანის მამა კი ისევ პოლიციის შენობაში რჩება და ამ წუთებში, სამართალდამცველებს ჩვენებას აძლევს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ისინი ღიად არ საუბრობენ.
ბაგა-ბაღ "პირველ ნაბიჯში" გადაღებულ ვიდეოში აშკარად ჩანს, როგორი სიმკაცრით ექცევა აღმზრდელი 8 თვის ბავშვს. კადრების გავრცელებასთან ერთად ბავშვის მშობლებმა გამოძიებაც მოითხოვეს.