17 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
მცირეწლოვანზე ძალადობა - ბაგა-ბაღის აღმზრდელს 6 საათის განმავლობაში კითხავდნენ

ბაგა-ბაღის აღმზრდელის დაკითხვა დიდუბის პოლიციის განყოფილებაში გვიანობამდე გაგრძელდა. მას 6-ს საათზე მეტ ხანს უწევდა კითხვებზე პასუხების გაცემა.

ძიძა საგამოძიებო უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც სოციალურ ქსელში მცირეწლოვანზე ძალადობის კადრები გავრცელდა.

ბაგა-ბაღ „პირველ ნაბიჯში“ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, როგორი სიმკაცრით ექცევა აღმზრდელი 8 თვის ბავშვს. კადრების გავრცელებასთან ერთად მშობლებმა გამოძიებაც მოითხოვეს.

დაკითხვის შემდეგ ძიძამ პოლიციის შენობა სათადარიგო კარით დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება არასრულწლოვანზე ძალადობის მუხლით დაიწყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები