გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 18 აგვისტოდან დაიწყება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ასევე სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებსა და მათ გარშემო 500 მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.