დედაქალაქის მთავრობის სხდომის ერთ-ერთი მთავარი საკითხი თბილისში დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემა იყო. თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ასეთი ობიექტების აღწერა უკვე დასრულდა და დედაქალაქის მასშტაბით, სულ 179 დაუმთავრებელი ნაგებობაა.
კახა კალაძე აცხადებს, რომ მას პრემიერს მინისტრი მამუკა ბახტაძესთან მოლაპარაკებები ჰქონდა, სხდომაზე აღინიშნა, რომ მამუკა ბახტაძე ამ პრობლემის მოგვარებას მხარს უჭერს.
„ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვისაუბრეთ დაუმთავრებელ შენობა-ნაგებობებზე, რომელიც სამწუხაროდ ბლომად გვაქვს ქალაქში. ამის აღწერა მოხდა, ბატონი ილია ელოშვილი მუშაობდა ამ მიმართულებით, დაახლოებით, 179 ობიექტია. ძალიან ცუდია, როდესაც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, უბნებში და რაიონებში ვხედავთ ასეთ შენობა-ნაგებობებს. გარდა ამისა, არის უამრავი ადამიანი, რომლებსაც გარკვეული თანხები აქვთ გადახდილი და წლებია უკვე ელოდებიან საკუთარ ფართებს და მგონია, რომ ეს მათთვისაც სერიოზული შვება იქნება. მინდა მივმართო ასევე დეველოპერებეს, სამშენებლო კომპანიებს, არქიტექტორებს, რომ გააქტიურდით. არსებობს პრობლემა დღეს ქალაქში. ეს წლობით დაუმთავრებელი შენობა -ნაგებობები და ჩვენ მზად ვართ, დედაქალაქის მერია, მოგმართავთ, რომ იაქტიურეთ, მოიტანეთ თქვენი წინადადებები,“ - განაცხადა კახა კალაძემ.