17 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
ტაქსების რეგისტრაცია - ლიცენზია 21 აგვისტოდან 1 წლის ვადით გაიცემა

იუსტიციის სახლში ტაქსების ლიცენზირებასთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა. ლიცენზია 21 აგვისტოდან 1 წლის ვადით გაიცემა.

ნებართვის მიღება შესაძლებელია, როგორც მძღოლის საკუთრებაში, ასევე, მესამე პირის, მათ შორის იურიდიული პირის საკუთრებაში მყოფ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზეც.

„მოვუწოდებ იმ ხალხს, ვინც დაინტერესებულა ამ ლიცენზიის აღებით, მობრძანდნენ იუსტიციის სახლში და აიღონ პირადობის ელექტრონული მოწმობები, რადგან ლიცენზიის ასაღებად აუცილებელია ლიცენზიაზე ელექტრონული ხელმოწერა,“ - აღნიშნა იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორმა, გივი აზაურაშვილმა.

 

 

დღის ამბები