17 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
შარტავას ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დედაქალაქის მერი გაეცნო

შარტავას ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დედაქალაქის მერი ადგილზე გაეცნო. აქ დაიგება ორფენიანი საფარი, ხოლო ტროტუარზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული გადასასვლელები მოეწყობა. მთლიანად შეიცვლება წყლის სისტემა. სამუშაოები სექტემბერში დასრულდება.

„მთლიანად, კაპიტალურად ხდება ამ ქუჩის რეაბილიტაცია, როგორც სანიაღვრეების, საკანალიზაციო, წყლის სისტემის მოწყობა. სექტემბრის შუა რიცხვებში საფარი იქნება მთლიანად მოწესრიგებული,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

დღის ამბები