03 ოქტომბერი 2024,   06:31
ვრცლად
რა ასაკიდან უნდა შევიდეს ბავშვი სკოლაში?

პირველკლასელების ასაკთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს დეპუტატები დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.

ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილების მიხედვით, ასაკი 5 წლით უნდა განისაზღვროს.

ნაციონალური მოძრაობის წევრის კობა სუბელიანის განმარტებით, შეზღუდვა უნდა მოიხსნას და თავად მშობლებმა უნდა გადაწყვიტონ, როდის შეიყვანონ ბავშვი სკოლაში.

„ქართული ოცნებიდან” ელისო ჩაფიძე კი აცხადებს, რომ უამრავი კვლევით დადასტურებულია, რომ 5 წლის ბავშვები სასწავლო პროცესისთვის მზად არ არიან.

საკომიტეტო მოსმენებზე დეპუტატებმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.

 

დღის ამბები