ამის შესახებ განცხადება დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა და მიზეზად ის დაასახელა, რომ ქალაქში არსებული საფეხმავლო ხიდების კონსტრუქცია "ვიზუალურად ცუდი" და "არაკომფორტულია". ამიტომ, მისი თქმით, "ამასთან დაკავშირებული პროექტი ისე უნდა იყოს შემუშავებული, რომ ხიდზე ასვლა-ჩამოსვლა კომფორტული იყოს და ამასთან, კარგი ვიზუალიც ჰქონდეს".
კახა კალაძემ ისიც აღნიშნა, რომ საფეხმავლო ხიდები შშმ პირებისთვისაც კომფორტული უნდა გახდეს.
„საფეხმავლო ხიდების კონსტრუქცია ვიზუალურად ძალიან ცუდია და აქაც ჩავრთოთ არქიტექტორები, ვისაც სურვილი აქვს, რომ იქნებ, ისეთი პროექტები შევიმუშაოთ, რომელიც ვიზუალურადაც ლამაზიც იქნება და ასვლა-ჩამოსვლაც მოსახერხებელი. დღეის მდგომარეობით ასევე შშმ პირებისთვისაც შეუძლებელია ამ ხიდებით სარგებლობა და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ გავალებთ, რომ ძალიან მალე იქნას შემუშავებული კონცეფცია, გეგმა, ეს ხიდები როგორი უნდა იყოს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.