ვარაზისხევში ქვაფენილი შესაძლოა, ასფალტის საფარით შეიცვალოს - ამ ინიციატივაზე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა.
თუმცა, კალაძე ამბობს, რომ შეიცვლება თუ არა ქვაფენილი, ეს მოსახლეობაზე იქნება დამოკიდებული. თბილისის მერია გამოკითხვის ჩატარებას გეგმავს.
„ვარაზისხევში დღეის მდგომარეობით არის ქვაფენილი, რომელიც ხშირად ზიანდება და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს შიდა კომუნიკაციაბისთვის. მინდა, ვიკითხო, თუ არის შესაძლებელი, რომ ქვაფენილის ნაცვლად გაკეთდეს ევროპული დონის ასფალტი. მინდა, პატარა გამოკითხვა ჩავატაროთ, თუ როგორი დამოკიდებულება იქნება ამ საკითხზე,“ - განაცხადა კალაძემ.