სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას მოწმეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
გიორგი ჭანტურიას ადვოკატის მტკიცებით, სამართალდამცველები ბრალდებულის დისგან პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შანტაჟით ითხოვდნენ აღიარებით ჩვენებას, რომ მისი სახლიდან ამოღებული იარაღი ნამდვილად გიორგი ჭანტურიას საკუთრებაა.
"მანიპულირებენ იმით, რომ მათ აქვთ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და აუდიომასალები, რასაც გამოიყენებენ ისინი ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ნათესავების საწინააღმდეგოდ," - ამბობს დაკავებილი ჭანტურიას ადვოკატი, ანა კეკენაძე.