17 ნოემბერი 2024,   14:49
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილის საქმე სტრასბურგში - სარჩელის მთავარი მტკიცებულება საგანგაშო დასკვნაა

არჩილ ტატუნაშვილის საქმე სტრასბურგში მიდის. სარჩელი - ”არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის წინააღმდეგ” უკვე დარეგისტრირდა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელის მთავარი მტკიცებულება ის საგანგაშო დასკვნაა, რომელიც 10-კაციანმა ექპერტთა ჯგუფმა მომზადდა. სწორედ ამით დადასტურდა, რომ საქართველოს მოქალაქე ოკუპირებულ ცხინვალში სასტიკი წამებით მოკლეს.

საერთაშორისო სტანდარტებით მომზადებული დასკვნა 87 გვერდიანია. ევროსასამართლოში მას დანართად 445 ფურცლიანი სისხლის სამართლის საქმის მასალები მიჰყვება, მათ შორის ფოტომასალა, სადაც კარგად ჩანს ტატუნაშვილის ცხედრის დაზიანებები, ასევე მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის საქართველოს იმ ორი მოქალაქის, რომლებიც 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილთან ერთად აიყვანეს.

ექსპერტთა ჯგუფმა დასკვნის მომზადების პროცესში განმარტებებისთვის რუსეთის ფედერაციის პროკურატურასაც მიმართა, თუმცა მათ პასუხისმგებლობა მოიხსნეს და კითხვები სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგამოძიებო უწყებაში გადაამისამართეს. ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლები ცენტრი „ემპათიისთვის“ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში დანაშაული არ აღიარეს და ბრალი კანონდარღვევაში ტატუნაშვილს დასდეს.

არჩილ ტატუნაშვილის მშობლები ელოდებიან, რომ ევროსასამართლო რუსეთის ფედერაციას მოსთხოვს, მკაცრად დაისაჯოს ის ვინც, მათი შვილი ჯერ აწამა, შემდეგ კი სასიკვდილოდ გაიმეტა.

სარჩელით "საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ," იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი მკაფიოდ დააყენა.

ოპოზიციის აზრით, ხელისუფლებამ პროცესები გააჭიანურა. მთავრობას ოპონენტები ურჩევენ, რომ რუსეთთან შერბილებული პოლიტიკა გამკაცრდეს.

 

დღის ამბები