შავი ზღვის უნივერსიტეტი აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. უნივერსიტეტს ავტორიზაციის საბჭომ შავი ახალი სტუდენტების ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა.
ადვოკატი სოსო ბარათაშვილი მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს და ქართველ ბიზნესმენთა კონკრეტული ჯგუფი სასწავლებლის ხელში ჩაგდებას ჩალის ფასად ცდილობს. ხელისუფლება კი ბრიტანელ ინვესტორს ბლოკავს.
უნივერსიტეტმა დღეს იმის დასტურიც წარმოადგინა, რომ ანგარიშზე TBC ბანკში 700 ათას ლარზე მეტი უდევს და დავალიანების გადახდის ფინანსური პრობლემა არა აქვს, როგორც ამას აკრედიტაციის საბჭო ამტკიცებდა.
საქართველო ყოფილ პრეზიდენტს მიაჩნია, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტს ხელისუფლება ფორმალური მიზეზებით ებრძვის. სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ გადაწყვეტილების რეალური მიზეზი სწორედ თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნაა, რომელსაც საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევა სურს.
დღეს დილით განათლების მინისტრი ისევ ამტკიცებდა, რომ უნივერსიტეტს ფინანსური პრობლემა აქვს, აბიტურიენტები კი ვინც შავი ზღვის უნივერსიტეტში გეგმავდა სწავლის დაწყებას, სხვა უნივერსიტეტებში გადანაწილდებიან.
დღის ბოლოს განათლების მინისტრი აბიტურიენტებს შეხვდა. სამინისტრო მათ ვინც გრანტს მოიპოვებს და შავი ზღვის უნივერსიტეტში სწავლა სურდა, სხვა უნივერსიტეტებში გადანაწილებას სთავაზობს.
ამ გადაწყვეტილების შეცვლამდე გაჩერებას არა აპირებენ შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებსაც სოლიდარობა სხვა უნივერსიტეტებმაც გამოუცხადეს. შეკრებას სტუდენტები განათლების სამინიტროს წინ ხვალ 06:00 საათზე გეგმავენ.