ხვალიდან 4 დღის განმავლობაში განმუხური ელექტრონული მუსიკის ცენტრი ხდება. ფესტივალის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. სოფელი განმუხური ელექტრონული მუსიკის ცენტრი გახდება და მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ 150 არტისტსა და 10 ათასამდე მელომანს უმასპინძლებს. ფესტივალის მთავარი სტუმარი ”დაი ანთვორდია."
განმუხურის სანაპიროს გასწვრივ 5 მთავარი სცენის მონტაჟი თითქმის დასრულებულია. 23 აგვისტოს საღამოს ხუთივე სცენაზე სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლები დადგებიან. მსოფლიო მასშტაბის არტისტებთან ერთად, სცენებს ქართველი შემსრულებლებიც დაიკავებენ.
ფესტივალის განმავლობაში უსაფრთხოების ნორმები გაძლიერებულია. მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ეკიპაჟები. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ნარკოტიკების გავრცელება და მოხმარება წელს განსაკუთრებულად მკაცრად გაკონტროლდება. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება.
ავტორი: ნინო ვარძელაშვილი, ემა გოგოხია