შავი ზღვის საერთშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებას და განათლების მინისტრის პოზიციას სამინისტროს შენობასთან დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.
მათთან ერთად აქციაზე დღეს სასწავლებლის ადმინისტრაციაც აპირებს მისვლას. განათლების სამინისტროსთან ახალგაზრდები გუშინ, დღის ბოლოსაც შეიკრიბნენ. მათ უნივერსიტეტის მიმართ არასამართლიანი გადაწყვეტილების გამო საკუთარი დამოკიდებულება დააფიქსირეს. სტუდენტებმა ის დოკუმენტებიც მიიტანეს, რომელიც სასწავლებლის მიმართ არაადეკვატურ ქმედებას ამტკიცებს
„გამოვიტანეთ ის დოკუმენტაცია, რომელიც ამტკიცებს უნივერსიტეტის როგორც ფინანსურ სტაბილურობას ასევე მზაობას, რომ სასამართლოს შემდეგ გადაიხადოს ჯარიმა თუკი მას ეს დაეკისრება“-ამბობს სტუდენტი მარიამ კევლიშილი.
ავტორიზაციის საბჭომ უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით აუკრძლა.