„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ახლადდანიშნული გუბერნატორების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 7 ახალი სახელმწიფო რწმუნებულიდან სამს - შალვა კერესელიძეს, გიორგი ხოჯევანიშვილს და ალექსანდრე მოწერელიას თანამდებობრივი შეუთავსებლობა აქვთ - საქმე ეხება ძირითადად სხვადასხვა კომპანიების ხელმძღვანმელობასა და არსებულ წილებს.
კვლევის საპასუხოდ ახლადდანიშნული გუბერნატორები ამბობენ, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებულ 10 დღეში ისინი ყველაფერს მოაწესრიგებენ.
საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფომრაციით, გუბერნატორების ნაწილს ქონებრივი დეკლარაციებიც არასრულად აქვს შევსებული.