ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობაში მალე ინტერნეტი იქნება, - ამის შესახებ განცხადება პრემიერმა მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
სხდომაზე ცნობილი გახდა რამდენიმე ახალი პროექტის შესახებ, მათ შორის არის ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობაში ინტერნეტის შეყვანა და დუშეთის რაიონის 50-ზე მეტი უშუქო სოფლისთვის ელექტროენერგიის მიწოდება.
მამუკა ბახტაძის თქმით, მთის განვითარების პროექტი მათთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია.