გერმანიის კანცლერის თბილისში ვიზიტის პარალელურად, გერმანიაში ქართველი სამხედროების წვრთნას ლევან იზორია დაესწრო.
თავდაცვის მინისტრი, გერმანიის ქალაქ ჰოჰენ ფელსში იმყოფება, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის გადასროლის წინა მომზადებას გადის.
ლევან იზორია აცხადებს, რომ სწავლებები მომავალი წლიდან საქართველოშიც ჩატარდება, რაც ინფრასტრუქტურის შექმნასა და კვალიფიციურ კადრების ითვალისწინებს.