ანგელა მერკელი 13 წელია, გერმანიის კანცლერი და ევროპის ყველაზე გავლენიანი ლიდერია. ჟურნალმა Forbes-მა ანგელა მერკელი 10-ჯერ მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალბატონად დაასახელა. ის მოხვდა TIME-ის პირველ გვერდზეც წლის ადამიანის სტატუსით.
გერმანიის კანცლერი მიიჩნევა საერთაშორისო არენაზე მთავარი გადაწყვეტილებების მიმღებ პოლიტიკოსად. მისი მმართველობის პერიოდში, შეერთებულ შტატებში სამი პრეზიდენტი შეიცვალა, საფრანგეთში კი - ოთხი. უცვლელი მხოლოდ რუსეთის ლიდერია, რომელთანაც საკმაოდ კარგი თანამშრომლობა აკავშირებდა 2012 წლამდე. თუმცა, ვლადიმერ პუტინის ხელახლა არჩევის შემდეგ, გერმანია-რუსეთის ურთიერთობებმაც შეცვლა დაიწყო. უკრაინაში განხორციელებული აგრესიისა და ყირიმის ანექსიისთვის ანგელა მერკელი, ევროპის სხვა ლიდერებთან ერთად, საერთაშორისო გაერთიანების სანქციებს შეუერთდა.
უკრაინისა და სირიის გარდა, სადაო თემად რჩება ჩრდილოეთ ნაკადის ახალი მილსადენის მშენებლობაც, რის გამოც, გერმანია შეერთებული შტატების პრეზიდენტის კრიტიკის ობიექტი გახდა.
ანგელა მერკელისთვის, რუსეთის გარდა, მთავარ გამოწვევად საემიგრაციო პოლიტიკაც რჩება.