17 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
"ხეობაში შემოსულია უპასუხისმგებლო ენერგოკომპანია" - ლეჩხუმში ტვიშის მოსახლეობა ცაგერის მერს შეხვდნენ

ლეჩხუმში, სოფელ ტვიშის ცენტრში, ადგილობრივები ცაგერის მერს შეხვდნენ. რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ ავთანდილ უგრეხელიძეს თავისი მოთხოვნები გააცნო.

ადგილობრივები მდინარე რიონზე 111-მეტრიანი კაშხლის მშენებლობას აპროტესტებენ.

რიონის ხეობის მოსახლეობა ამბობს, რომ ჰესის მშენებლობის შემთხვევაში, მოსახლეობას დატბორვა ემუქრება, შეიცვლება კლიმატი, ბიომრავალფეროვნება და განადგურდება ყურძნის უნიკალური ჯიშები.

მდინარე რიონზე 433 მეგა ვატის სიმძლავრის ნამახვანისა და ტვიშის ჰესს კომპანია ქლინ ენერჯი გრუპი აშენებს.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, რომ ექსპერტები შეისწავლიან იქ არსებულ მდგომარეობას და რა ზარალი შეიძლება მიადგეს გარემოს. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, აშენდება თუ არა ჰესი.  

"ხეობაში შემოსულია უპასუხისმგებლო ენერგოკომპანია," - აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. 

დღის ამბები